Wednesday, April 4, 2012

სამოსი



ქალის სვანური ტალავარი შედგება კვართისებრი თარგის კაბისგან. – სადიაცოსგან. რასაც ახლავს ზემოდან შემოსაცმელი ქართული გახსნილ სახელოებიანი ფაფანაგი, ან მოკლესახელოებიანი “ქოქოლო”, ჩიხტისმაგვარი თავსაბურავი სათაურა და თავზე შემოსახვევი მანდილი. ფეხზე იცვამენ ყელიანი წინდის მსგავს თათებს. ან წინდა პაჭიჭს. ამ კომპლექსის ძირითადი ნიშანია ყველა ელემენტის ფერადი ნაქარგითა და ვერცხლის სამკაულით შემკობა.
სვანი ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა – ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა, და მოსახური მანდილი. ფეხზე ნაქსოვი ჩითები. მოხევე ქალის ჩასაცმელი შეიცავს ისეთ ელემენტებს (კაბა, საგულე, რომელბიც წერილობით წყაროებში მოწმდება და წინ უსწრებს სარტყელ-გულისპირიან ქართულ კაბას. მამაკაცის ჩამულობაში მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათები ან ქალამანი ჯღანი და სხვა.

No comments:

Post a Comment