Wednesday, March 28, 2012

კუბდარი

კუბდარი

ღირშესანიშნაობები




კულტურა

  • მამაკაცისსვანური ქუდი ნაბდისგან მზაადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.
  • ჩანგი სვანური საკრავია. ის ძალიან ჰგავს შუამდინარეთში გავრცელებულ ძველ საკრავებს, განსაკუთრებით კი შუმერულ არფას. ჩანგს ძუის 5 ან 6 სიმი აქვს.ამ საკრავით სვანური სიმღერების აკომპანიმენტი იკვრება.


სვანი კაცის ჩაცმულობის ერთ–ერთი ყველაზე და დამახასიათებელი ატრიბუტი სვანური ქუდია. სვანური ქუდი ჩვეულებრიც ნაცრისფერია და შავი ხაზები აქვს, ხაზებს ქუდზე ჯვრის ფორმა აქვთ და სვანური მისალმებას გამოხატავენ – „დაე ჯვარი გფარვიდეთ“. კურსის გავლის დროს თქვენ მეტს გაიგებთ სვანური ქუდის შექმნის ტრადიციებზე. კურსის ბოლოს ყველა მიიღებს საკუთარ სვანურ ქუდს. კურსებზე რეგისტაცია ხდება სასტუმროში, მინიმუმ 2 დღით ადრე.http://www.youtube.com/watch?v=9op8bB-Xit4
 

არქიტექტურა [რედაქტირება]

მდებარეობა

სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოსზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსიXI-XVსაუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისმესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია,