- მამაკაცისსვანური ქუდი ნაბდისგან მზაადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.
- ჩანგი სვანური საკრავია. ის ძალიან ჰგავს შუამდინარეთში გავრცელებულ ძველ საკრავებს, განსაკუთრებით კი შუმერულ არფას. ჩანგს ძუის 5 ან 6 სიმი აქვს.ამ საკრავით სვანური სიმღერების აკომპანიმენტი იკვრება.
- ადიშის ოთხთავი, XI საუკუნის ბოლოს კლარჯეთიდან წამოღებული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ის გადაწერილია 897 წელს და უძველესი ქართული თარიღიანი სახარებაა.ასომთავრული ტექსტი ოქროსფერი მელნითაა ნაწერი. ადიშის ოთხთავი ამჟამად მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული.[1]
სვანი კაცის ჩაცმულობის ერთ–ერთი ყველაზე და დამახასიათებელი ატრიბუტი სვანური ქუდია. სვანური ქუდი ჩვეულებრიც ნაცრისფერია და შავი ხაზები აქვს, ხაზებს ქუდზე ჯვრის ფორმა აქვთ და სვანური მისალმებას გამოხატავენ – „დაე ჯვარი გფარვიდეთ“. კურსის გავლის დროს თქვენ მეტს გაიგებთ სვანური ქუდის შექმნის ტრადიციებზე. კურსის ბოლოს ყველა მიიღებს საკუთარ სვანურ ქუდს. კურსებზე რეგისტაცია ხდება სასტუმროში, მინიმუმ 2 დღით ადრე.http://www.youtube.com/watch?v=9op8bB-Xit4
No comments:
Post a Comment